1000033226_vendor1772439740.webp

საოჯახო სასტუმრო ლაგოდეხში

,ექვთიმე თაყაიშვილის ქ. 4

ლაგოდეხში, საგრანტო დაფინანსების ფარგლებში, ვხსნით საოჯახო ტიპის მყუდრო სასტუმროს, რომელიც სტუმრებს სთავაზობს თბილ, შინაურულ გარემოსა და ბუნებასთან მაქსიმალურ სიახლოვეს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სივრცე, სადაც დასვენება ერთიანდება კულტურულ გამოცდილებასთან.

სასტუმროში განთავსებულია მცირე სამუზეუმო სივრცე, სადაც წარმოდგენილია ისტორიული და ეთნოგრაფიული ექსპონატები, მათ შორის მრავალსაუკუნოვანი ხევსურული აბჯარი და უნიკალური ხევსურული ნაქარგობები - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელი ნიმუშები.

ჩვენ ვთავაზობთ სტუმრებს არა მხოლოდ კომფორტულ განთავსებას, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო გამოცდილებას, რომელიც დასვენებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს და აძლიერებს რეგიონის იდენტობას.